fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხელაშვილი: ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და თავის პირველივე გამოსვლაში რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

15:10 ივნისი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავის პირველივე გამოსვლაში რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა ასევე გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ხელაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ბოლო ხანს რეგიონში მომხდარი ორი  ფაქტი- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობა და სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე.

“მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო ხანს რეგიონულ პოლიტიკაში მომხდარ მოვლენებზე, რომლებშიც ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად საქართველო სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებს. გასულ კვირას ჩვენს მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ქვეყნის მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა. რთული გეოპოლიტიკური ვითარების და პოლარიზებული საარჩევნო გარემოს მიუხედავად, არჩევნები მშვიდად ჩატარდა და მისი მიმდინარეობისას ძირითადად უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული სტანდარტები. ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე, მან თავის პირველივე გამოსვლაში რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩვენის მხრივ, გვინდა მშვიდობა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს. სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გვინდა დავეთანხმოთ ნიკოლ ფაშინიანს, რომ გრძელვადიანი და მყარი რეგიონული მშვიდობა შეუძლებელია კავკასიის გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ასევე დავამატებდი, რომ ნამდვილი მშვიდობა წარმოუდგენელია კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე. კარგად იცით, რომ საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს და აღრმავებს მშვიდობიან ურთიერთობებს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არა მარტო ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი რეგიონალური თანამშრომლობისთვის. 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ ჩაერთო და მისი მონაწილეობით და ხელშეწყობით აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 დაკავებული სამხედრო, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს მიაწოდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვისათვის აუცილებელი რუკები. შუამავლობაში ჩართულები იყვნენ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შუამავლობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის. განსაკუთრებით უნდა ითქვას, რომ ეს შუამავლობა იყო ერთ-ერთი იშვიათი და საბედნიეროდ, ეფექტიანი ინიციატივა, რომელიც კავკასიაში დასავლეთის ქვეყნების აქტიურობით წარიმართა და წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენი პატივია, რომ საქართველო ამ შეთანხმების ნაწილი იყო. კავკასიური მშვიდობა საქართველოს დამოუკიდებლობის და წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სასიხარულოა, რომ ბოლო ხანს რეგიონში მომხდარი ორი ფაქტი- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობა და სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე“,- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკოლ ფაშინიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია