“ოპოზიცია ითხოვს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ არჩევნებს, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება, თუმცა მზადაა ოპოზიციასთან მოსალაპარაკელად”, – ეს განცხადება მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.
„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ოთხი რაუნდი ჩატარდა, იყო გარკვეული შეთავაზებები, მე ამ შეხვედრებს არ ვესწრები და ბუნებრივია, დეტალებს ვერ გეტყვით, თუ რა და როგორ განვითარდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ეს არ არის ჩემი კომპრომისი ცალკე და ღარიბაშვილის – ცალკე. რასაც ბრძანებს ბატონი პრემიერი, ვეთანხმები რა თქმა უნდა “, – აღნიშნა გომელაურმა.











