fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხელისუფლების დაკარგვაზე დიდი უბედურება სახის დაკარგვაა ქალბატონებო და ბატონებო! – ზურაბ ქადაგიძე

17:11 ივნისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

რეფორმებზე არ უსაუბრია პრემიერ ღარიბაშვილსო – ბრძანა ქალბატონმა ნათია მეზვრიშვილმა. შეიძლება ოპოზიციაში გადაბარგება ნაკლებ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა მორალი არ ცნობს პოლიტიკურ კუთვნილებას…, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.

მან პრემიერის მოხსენებიდან რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა.

„1) აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტმა 942 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

2) „აწარმოე საქართველოში” – დაფინანსდება 1300 საწარმო და 400 სასტუმრო,რაც ჯამში 6 მილიარდ ლარს შეადგენს.

3) გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები ყველა დარგის ბიზნესისთვის. ფინანსდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთი,არამედ ხდება სესხის თანაგრანტირებაც.

4) იწყება ახალი პროგრამა ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად,სადაც 2022 წლამდე 300 მილიონზე მეტი ლარის მობილიზება მოხდება.

5) “განახლებული რეგიონების” ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონ ლარს.

6) მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 32 მილიარდ ლარამდე.

7) დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა,სადაც მგზავრობის 8 საათიანი დრო 4 საათამდე შემცირდება.

2024 წლისათვის წყალმომარაგება,მთელ საქართველოში გახდება 24 საათიანი.

9) შეუქცევადი გახდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა და საშუალო დატვირთვისას გახდება 2200 ლარი,ხოლო სრული დატვირთვისას გაიზრდება 3000 ლარამდე.

10) განვითარდება სამხედრო მრეწველობა და “დელტას” ბაზაზე დაიწყება ამერიკული M-4 ტიპის შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.

11) 2022 წლის ბოლოს 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინებს თავდაცვის უწყების პროგრამის ფარგლებში.

12) ამოქმედდება პოლიციის ელექტრონული პროგრამა ” e-police”, რაც სამართალდარღვევებზე რეაგირებას უფრო ეფექტურს გახდის.

13) “CRIME STOPPER” რაც მოქალაქეებს პოლიციასთან კომუნიკაციას გაუუმჯობესებს.

14) დაინერგება “SMS” სისტემა,რაც აბონენტებს საფრთხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

15) იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებას.

16) შეიქმნება ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეები.

17) არასრულწლოვან პატიმართათვის მოეწყობა საოჯახო ტიპის დაწესებულებები.

18) 2024 წლისათვის მოხდება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.

19) იგეგმება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

P.S.ხელისუფლების დაკარგვაზე დიდი უბედურება სახის დაკარგვაა ქალბატონებო და ბატონებო!“ – წერს ქადაგიძე.

თეგები: ზურაბ ქადაგიძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში

დეკემბერი 18, 2021
775
პოლიტიკა

ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები, სტილისტი… – ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების შესახებ წერს

დეკემბერი 1, 2021
1k
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ეს რომელი გახარიაა იცით? ჯერ, რომ კლუბები დაარბია და მერე ბოდიში მოიხადა

სექტემბერი 4, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია