პლებისციტზე ხალხს შეეკითხებიან, გინდათ თუ არა, ხელახალი არჩევნები. რატომ უნდა ეშინოდეთ მათ ამის?.. თუ დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ობიექტურად გაიმარჯვეს არჩევნებზე. პლებიცისტი გამოკითხვაა, არჩევნები ხომ არა,“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი იმართება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 4 წინადადებიდან სამს, მათ შორის პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას არ ეთანხმება.
„არ ვიცით, უჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება… ეს გავრცელებული ჭორია. ოფიციალური პასუხი რამდენიმე საათში იქნება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.











