“აიძულო ადამიანები იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც მათ არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურისა და თვითნებურობის გამოხატულება”,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე იმას, რომ შესაძლოა, პარლამენტმა 51 ოპოზიციონერის მანდატი ხვალ არ გააუქმოს.
„ხელისუფლებისგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ასევე ველოდები, რომ მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას“, – აცხადებს ბობოხიძე.
შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.










