მინდა ხაზგასმით ვთქვა, ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ” ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი განცხადებები აჩენს ვარაუდს, რომ შეთახნების მიღწევა ვერ მოხდება.
„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყაანს და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი არის, რომ შეთანხმება შედგება. რაც შეეხება იმას, რა შანსებია, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ თუ მხარეები კომპრომისზე არ წავიდნენ, შეთანხმება ვერ შედგება. „ქართული ოცნების“ განცხადებები უკანასკნელ დღეებში არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენ დაველოდებით დოკუმენტს, რომელსაც მედიატორი გაგვაცნობს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.











