ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სავარაუდო ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედამ 9 წლის შვილზე იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დედა დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ბავშვი ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება და საქმეში სოციალური მუშაკია ჩართული.











