ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
„სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაჩნდა ცეცხლი. სახლში არავინ იყო ამ დროს. მხოლოდ პირველი სართული გადარჩა, რადგან სახანძრო მანქანებით სწრაფად მოვიდნენ“, – აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










