საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უანზე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ჩვენს ხალხს სჭირდება სიწყნარე, განვითარება, მეტი სამუშაოები, სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ მშვიდ გარემოში ჩაიაროს ყველაფერმა. მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.











