პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე წარწერების გაკეთებასა და საბჭოთა სიმბოლიკის დამაგრებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ორი პირი დააკავეს.
„ვაწერდით დროებით ღობეზე, რაც არ ისჯება არანაირი კანონით და მაგის გამო, რომ ვაწერთ „ბიძინას მონებო” ამის გამო გვაკავებენ, რაღაც სისულელეზე. ეს პოლიციელები გვეცოდებიან”, – ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია.











