ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობში, სოფელ პირველ მაისში.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ქალს მოტოციკლი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე, ქვეითად მოსიარულე ქალი და მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდნენ.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს” მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, მარინა ლაგვილავამ დაუდასტურა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით.დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ავტორი: თეა შონია











