თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიოტას ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას სენაკიდან ზუგდიდში მიმავალმა მანქანა დაეჯახა.
გარდაცვლილი მოზარდი შუა ქვალონის მე-10 კლასის მოსწავლე ზურიკო გვარამიაა. იგი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია











