ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე. მოსამართლემ მოტივად ბრალდებულის მიმალვის საფრთხე დაასახელა.
დღესვე, სხდომაზე გამოიკითხა ზაზა სარალიძეც.
„მენაბდის მიმართ წარდგენილ ბრალს, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მტკიცებულებების შეგროვება, რადგან, ყველამ კარგად ვიცით, რომ, ამ საქმეში, არასრულწლოვნები არ საუბრობდნენ და ყველანაირად აფარებდნენ ხელს დამნაშავე პირებს“, – აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.











