იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი შემთხვევა გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი დააკავეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ნახევარფაბრიკატების წარმოებისას, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტეს, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი, ამისთვის მათ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტები სხვა იაფფასიანი პროდუქტით ჩაანაცვლეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.











