ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ტერმინი “ბავშვთა შიმშილობა” არასწორი ტერმინია და მის ნაცვლად “ბავშვთა არასრულფასოვანი კვება” უნდა გამოვიყენოთ.
“ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე, მე დავაზუსტებ, რომ ეს არასწორი ტერმინია – ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ და ეს ნამდვილად პრობლემაა…“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს.
22 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულუტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიეხილ ჩხენკელს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.










