fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას – ირაკლი ღარიბაშვილი

23:00 ნოემბერი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

სახალხო დამცველი როდესაც შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი, ვინაიდან, ვიცოდით რა, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას და იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ, პირდაპირ იყო ასოცირებული, აფილირებული ოპოზიციასთან, სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი შერჩევაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახალხო დამცველის მიმართ, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არსებობს ნდობა უცხოეთიდან.

„იმ დროს, როდესაც ქალბატონი ლომჯარია აირჩიეს ომბუდსმენად, მე არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ვიცი, გუნდის წევრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა. ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს.

ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას. მე მინდა გავმიჯნო და საჯაროდ ვთქვა, რომ ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორობა, ურთიერთობა, ოფიციალურ სტრუქტურებთან, თქვენ ახსენეთ სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, სამდივნო, უამრავი სხვა ორგანიზაცია, რომელიც, რეალურად, სახელმწიფოს წარმოადგენს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროპის სტრუქტურები, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურები, ევროკომისია და ა.შ. თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, როდესაც საუბარი გვაქვს, საგარეო ფრონტიდან მიკერძოებულ განცხადებებზე. ჩვენ, ბუნებრივია, ყურადღებით ვისმენთ და ვკითხულობთ, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ოფიციალური სტრუქტურების განცხადებებს და მათ გზავნილებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მარტივად ვანსხვავებთ, ასევ ვთქვათ – „მეგობართა კლუბს“, მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია