თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა, – ამის შესახებ ექსერტი გია ხუხაშვილი აცხადებს.
„თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.
ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება“, – აცხადებს ხუხაშვილი.










