fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხულოში სკოლა დაიწვა

21:01 თებერვალი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
897
ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად სკოლა დაიწვა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

სოფელ კალოთას ერთსართულიანი ხის შენობა, სადაც 14 მოსწავლე სწავლობს, მთლიანად დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე სამი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზე არ გავრცელებულა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა”- აცხადებენ უწყებაში.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებს მისვლა დააგვიანდათ.

„დააგვიანეს მოსვლა, საკუთარი ძალებით ვცდილობდით ჩაქრობას. გვერდით რამდენიმე სახლია, იმათაც საფრთხე ემუქრებოდათ. ერთ სახლზე თითქმის გადავიდა ცეცხლი. ჩვენ რომ არა, ისიც დაიწვებოდა. ადგილობრივებმა შევძელით ცეცხლის გავრცელების შეჩერება, თუმცა სკოლის შენობა დაიწვა და სახანძრო მერე მოვიდა”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჩვენს კითხვაზე, დააგვიანეს თუ არა მისვლა ხანძრის ადგილას სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

როგორც ხულოს რესურსცენტრის დირექტორი ედუარდ მიქელაძე “პრაიმტაიმთან” აცხადებს, ხვალ სასწავლო პროცესი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მინისტრთან შეთანხმებით ონლაინ რეჟიმში გაიმართება, მაქსიმუმ ზეგიდან კი შეძლებენ მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესის გაგრძელებას.

„ადგილზე ვიმყოფები როგორც კი გავიგე ხანძრის შესახებ. ხის შენობა იყო და დაიწვა.

სოფელში არის ცარიელი სახლები, გარდა ამისა გვაქვს ე.წ. “სოფლის სახლი”, სადაც ასევე შესაძლებელია სასწავლო პროცესის ჩატარება. ჩვენ გვაქვს სასკოლო ინვენტარის მარაგი. ერთი დღე გვჭირდება, რათა აღნიშნული სახლების მეპატრონეებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, მაქსიმუმ ზეგ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს” -განაცხადა ედუარდ მიქელაძემ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია