ხანძარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„სოფელი სხალთაში ცეცხლი უკიდია საცხოვრებელ სახლს, დაშავებული არავინაა, ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე იმყოფება 3 ეკიპაჟი, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები”- აცხადებენ უწყებაში.
ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზარალებული 9-სულიანი ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვია, უკვე გადაყვანილია დროებით ნაქირავებ ბინაში.
“ხულოს მერიამ უზრუნველყო აღნიშნული ოჯახის ნაქირავებ ბინაში გადაყვანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაიწვა ხის ერთსართულიანი სახლი და დამხმარე ნაგებობა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დაზარალებულ ოჯახზე დახმარება”- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









