პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს, 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე ოლქში წარადგინა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.










