ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის უნივერსიტეტი ეს ჭეშმარიტად, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტია. გახსნის ცერემონია თქვენ, ყველამ შეგიძლიათ ერთად იხილოთ,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.











