4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











