„ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება“, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა. მისივე თქმით, კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ზოგად სიტუაციას, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლავ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლის იდენტიფიცირებასაც ექიმები დროულად ახერხებენ.











