ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს გადწყვეტილება დიდი ალბათობით ხვალიდან შევა ძალაში.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით ხვალიდან უკვე ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ PCR ტესტის ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში, შემდეგ კი გადავიდნენ თვითიზოლაციაში“,- განაცხადა მინისტრმა.
კარანტინის გავლა არ ეხებათ მათ, ვისაც PCR ტესტზე წინასწარ ექნებათ უარყოფითი პასუხი. ხოლო ისინი, ვისაც ტესტის პასუხი არ ექნებათ ჩვეულებრივ ისევ საკარანტინო სივრცეში გადავლენ.











