„მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო“,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას.
როგორც იგი ამბობს, მმართველი გუნდი კიდევ ბევრ სიურპრიზს იხილავს.
„ეს „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც, რადგან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს უკრაინას უკავშირებდა, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდა და ეს მათი კომეტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამაშია და სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებსს.











