“ნაცმოძრაობაში” თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ, თუმცა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.
“სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი, „ნაციონალური მოძრაობის” ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადების და დევნის კუთხით, ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას, იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.











