კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1971 წელს ზურაბ ინაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა.
1977-2004 წლებში იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი, 1993-1994 წლებში სტუდია “ქართული ტელეფილმის“ გენერალური დირექტორი.
ზურაბ ინაშვილი არის დამდგმელი რეჟისორი ფილმების: „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“, „გამოთხოვება დონ-კიხოტთან“, „გემღერებოდეს, დედაო!“, „გურჯი ვარ საქართველოდან“, „ნოდარ დუმბაძე“, „ქართველები მარიას თეატრში“, „გვიამბეთ თქვენზე მაესტრო – ანდრია ბალანჩივაძე“ და სხვ.











