იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, ქართველ ხალხს დაუბრუნოს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„თქვენ ნახეთ რვა პოლიტიკური პარტიის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც განმსჭვალულია სულისკვეთებით, რომ პრობლემები მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ქვეყანამ მალე დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი. ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ვნახოთ, რა გადაწყეტილებას მიიღებენ ისინი“, – განაცხადა კირკიტაძემ.










