ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კლინიკური სექტორში რესურსის პრობლემა არ დგას.
“არის 4500 საწოლი მობილიზებული, ასევე, დაახლოებით, რეანიმაციის 800 საწოლი. კლინიკური სექტორის რესურსი გავიარეთ, ვიცით და ისიც ვიცით, როგორ გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები.
ის, რომ კლინიკურ სექტორს რესურსი არ ეყოფა, ამისი პრობლემა დღეს ნაკლებად დგას, თუმცა, საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ასეთ მაღალ დატვირთვაზე არ უნდა გავიდეთ, რადგან ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნება მაღალი და მაქსიმალურად მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ შემთხვევების ესკალაცია. ასე რომ, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, ჩვენთვის იქნება მთავარი მექანიზმები.”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.











