ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცეტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მატება შეშფოთებას იწვევს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა ასევე იმატებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სტატისტიკა ისედაც მაღალია“,- განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 115 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











