დამარცხებას სჭირდება ღირსეული დახვედრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში გუშინ, მათ გამოავლინეს ის, რომ ვერ დახვდნენ ღირსეულად დამარცხებას. თქვენ ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში. ეს რა თქმა უნდა, მაღალ პოლიტიკურ კულტურას არ აჩევნებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ დროისთვის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 48.34%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,43%; „ევროპული საქართველო“ – 3,78%; „ლელო“ – 3,26%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,16%; „გირჩი“ – 3,06%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,4% და „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.











