“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძის დღევანდელი განცხადებებით “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები ჩაშალა.
“კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა. 11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება”, – წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მანდატებთან ერთად დაფინანსებასაც დაკარგავენ.
ამასთან, “ქართული ოცნება” პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დააინიცირებს.











