კოლუმბიაში კოვიდის ბრაზილიური შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
კოლუმბიამ ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით 2,299,082 ადამიანი დაინფიცირდა.











