ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, ტროტუარზე ბანერები განათავსეს წარწერებით: „მე თქვენ პატივს აღარ გცემთ”, “ზონდერი პოლიცია”, “რას ეტყვით ხვალ შვილებს”.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჯელალ ქიქავა აცხადებს,
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ პოლიციაში არიან მოძალადეები, რომლებიც მოვლენილი არიან ჩვენს ქალაქში სხვადასხვა რეგიონიდან.
„კომბლებს ავიღებთ ხელში. ვაფრთხილებთ საქართველოს პოლიციას, მინისტრს, ყველას, კიდევ ერთხელ იძალადებთ ახალგაზრდებზე, კომბლებს ავიღებთ ხელში და დაგცხებთ თავში. აი იცოდეთ ეს. მოვიდნენ ახლა და დამიჭირონ”- აცხადებს ჯელალ ქიქავა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დღეს ექვსი ადამიანი დააკავეს, ერთი სამართალდამცავი კი დაშავდა.

ავტორი: ნაირა ქობულაძე











