მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე „კოენდანტის საათის“ მოხსნას ითხოვს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების „ხუშტურია“. ამის შესახებ ანა დოლიძემ „კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით ორგანიზებული აქციის დაწყებამდე განაცხადა.
„თვენახევარია მიმდინარეობს კამპანია „ქვეყანა უნდა გაიხსნას“. ეს აქცია ორგანიზებულია სამოქალაქო ჯგუფების და მცირე ბიზნესების მიერ, რომლის წინაშეც დგას მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენის ამოცანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დიდი ხანია მხარს ვუჭერ „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ერთადერთი მიზანი აქვს „კომენდანტის საათს“, “ქართული ოცნების” ძალაუფლების შენარჩუნება. მათ უადვილდებათ ამ დრაკონული ზომის მეშვეობით მართვა. ამის უკან არცერთი ციფრი, სამეცნიერო მონაცემი ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ჩვენთან „კომენდანტის საათი” არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას”,- აცხადებს დოლიძე.
ცნობისთვის, ქვეყენაში დაწესებული ეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ამ დრომდე ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე „კომენდანტის საათი.











