უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი.
„ძალაში კვლავ რჩება ე.წ კომენდანტის საათი. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე,”- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.











