კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში აქცია მიმდინარეობს. აქციას მოძრაობა “სირცხვილია” მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს დღეს ღამე არ დაემორჩილებენ და შეზღუდვებს გააპროტესტებენ.
მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ “კომენდანტის საათი” უნდა გააუქმოს, რადგან მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს.