სემეკის გადაწყვეტილებით „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 7.8 თეთრით გაძვირდება.
ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ვალუტის კურსის ცვლილების გამო კომპანიამ წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მილიონ ლარზე მეტით იზარალა, გაზრდილი ტარიფი კი დანაკლისს დააკომპენსირებს.
„მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული იქნება კომპენსირებული გაზრდილი ტარიფით, რომელზეც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისად „თბილისი ენერჯის“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე. ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შედეგად 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.
ახალი ტარიფები 1-ლი ივნისიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.
2023 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.










