კომპანია NIKE-ის გადაწყვეტილებით, ორეგონის ოფისის ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე ერთი კვირით დაისვენებს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად მიიღო. NIKE-ში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო მათ ძალიან რთული წელი გამოიარეს და დასვენება სჭირდებათ.
„გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად, სტრესისგან გასათავისუფლებლად და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად “, – განაცხადეს „ნაიკში“.
ცნობისთვის, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სოციალური ქსელის „ლინკედინის“ ხელმძღვანელობამაც.











