ქართველმა კომპოზიტორმა ანა ქასრაშვილმა საერთაშორისო კონკურსში – World Soundtrack Awards ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. მას ჯილდო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში მიენიჭა.
World Soundtrack Awards საერთაშორისო მუსიკალური კონკურსია, რომელიც პირველად 2001 წელს ჩატარდა.
დაჯილდოება ბელგიაში, გენტში გაიმართა.









