რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აზიარებს თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის პროგრამას პარტნიორი ქვეყნებისთვის კორონავირუსის შესამსუბუქებლად.
მუნის ინფორმაციაში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესახებაც არის საუბარი, რომელიც აწარმოებს დიაგნოსტიკურ ტესტებს, ასევე მონაცემებსა და პროცედურებს რეგიონის სხვა პარტნიორებსაც უზიარებს.
„ვამაყობ იმ მტკიცე პარტნიორობით, რომელსაც აშშ საქართველოსთან იზიარებს. ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო კრიზისის განმავლობაში, ჩვენი მდგრადი პარტნიორი იყო და ავითარებდა თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას. რეგიონში ლიდერობს სადიაგნოსტიკო ტესტებითა და კვლევებით“, – ვკითხულობთ მუნის გამოხმაურებაში.
I’m proud of the strong partnership the US shares with the Republic of Georgia. Throughout the worldwide health crisis, our ally has remained resilient, developing a thorough anti-crisis economic plan & leading the region in diagnostic tests and research.https://t.co/v14Y08MO22
— Rep. Alex Mooney (@RepAlexMooney) June 24, 2020











