რადიკალური ჯგუფები სირცხვილიას ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს იმ შენობას, სადაც „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაართვეს და დაუმტვრიეს ტექნიკა.
„სირცხვილიასოფისთან ჩამოვდიოდით, რა დროსაც ბრბო კიბეზე ამოდიოდა. ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით. ჯერ მირანდას (ჟურნალისტს) წვდნენ თმებში. არავის არაფერი არ უთქვამს, რატომ ხდებოდა. გინება წამოვიდა და ეგრევე დაგვარტყეს. აპარატურა წამართვეს. დაამტვრიეს,“ – ამბობს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი.
შეგახსენებთ, დღეს „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს.











