რუსთავში კორონავირუსისგან ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
გარდაცვლილი 74 წლის ქირუსგი, თემურ კერესელიძეა, რომელიც ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.
თემურ კერესელიძე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. თემურ კერესელიძე ქირურგიული განყოფილების უფროსი იყო.
ამასთან, ცნობილია, რომ საავადმყოფოში ქირურგიულ დეპარტამენტს თემურ კერესელიძის სახელი მიენიჭება.
წყარო: inforustavi.ge











