კორონავირუსი თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა.
ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ ყოფილა. ტესტირება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს უკვე ჩაუტარდა.
ამ დროისთვის, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი მართლაც დაუდასტურდა. თბილისის მერიაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დამუშავდა მერიის შენობა. ასევე, ტვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდა“, – განმარტავენ მერიის პრესცენტრში.











