კორონავირუსის 57 შემთხვევიდან 8 ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მათი ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„5 წყარო არის დონა, 14 პაციენტის წყაროა ქალაქი ბათუმი. 18 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი, 57 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი.
იხილეთ ვიდეო: აჭარა უკვე წითელი ზონაა – მარინა ეზუგბაიას კომენტარი











