დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის ახალ და ძველ სახეს შორის კლინიკური განსხვავება არ არის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, არავითარი განსხვავება კლინიკურ მიმდინარეობაში კორონავირუსის ძველ და ახალ სახეს შორის არ არის“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში არის გავრცელებული.











