კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთ-ერთი, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაყვანილი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, თუმცა მასთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკვლევა მაინც მიმდინარეობს.
„მძღოლი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ამიტომ ეს ადგილობრივ შემთხვევად ვერ ჩაითვლება. თუმცა საბაჟოსა და საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, გამოკვლევა ჩაუტარდება,“ – განაცხადა ნოზაძემ.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი, კორონვირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, ლაგოდეხში, კლინიკა ” არქიმედეში” შეიყვანეს.
ამჟამად, ინფიცირებული მამაკაცი, უკვე თბილისშია გადაყვანილი.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში ოთხჯერ დაფიქსირებული შემთხვევიდან, სპეციალისტების მიერ, ყველა შემოტანილად ჩაითვალა.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











