საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
18 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 893 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.26%-ია.











