კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 130 თბილისში ფიქსირდება. ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქში ინფიცირების რიცხვი ათასს აჭარბებს.
ამასთან, დღეს ინფიცირების 2 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 22 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 765 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4709.











