კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 12632 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











